DEW Dez-spray სანიტარული საწმენდი საშუალება - 750 მლ
8.00b
აღწერილობა : უნივერსალური სქელი საწმენდი გელი აქტიური ქლორის ბაზაზე, დეზინფექციისა და გათეთრებისთვის. იდეალურია ტუალეტების, აბაზანების, ნიჟარების, კაფელ-მეტლახისა და იატაკის ზედაპირების გასაწმენდად. მას აქვს სადეზინფექციო თვისებები, კლავს ყველა ცნობილ მიკრობს და აშორებს ობს. მისი ორთქლი იცავს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები მიკრობებისგან. მისი სქელი ფორმულა საშუალებას აძლევს პროდუქტს უფრო დიდხანს დარჩეს კედლებზე და გააგრძელოს მოქმედება. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ლაქების ამოსაყვანად ტანსაცმლიდან.
გამოყენების ინსტრუქცია: კონცენტრატი: ტუალეტი: დაასხით გელი ზედაპირზე ან რგოლის ქვეშ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, გამოიყენეთ უნიტაზის ჯაგრისი და ჩამორეცხეთ წყლით. აბაზანა და ნიჟარა: თანაბრად წაუსვით გელი გასაწმენდ ზედაპირზე, საჭიროების შემთხვევაში გახეხეთ ჯაგრისით ან ღრუბლით, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და კარგად ჩამორეცხეთ წყლით. განზავება: იატაკი და სამუშაო ზედაპირები: გააზავეთ კონცენტრატი 60 მლ 5 ლიტრ წყალზე. ლაქების ამოსაყვანად : გააზავეთ კონცენტრატი 15 მლ 5 ლიტრ წყალზე. დაალბეთ სარეცხი 45 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად გარეცხეთ. ღამით დალბობისთვის, დოზა შეამცირეთ ორჯერ.
შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პოლიმერული გასქელება, არომატიზატორი.