ცხიმების მოსაშორებელი სპრეი Grill Master - 600 მლ
8.00b
აღწერილობა : პროფესიონალური პროდუქტი გამოიყენება ტაფებიდან, გაზქურებიდან, მიკროტალღური ღუმელებიდან, გრილებიდან, ქვაბებიდან, და მინა-კერამიკული ზედაპირებიდან ჩამჯდარი და დამწვარი ცხიმის, ზეთის, ნახშირბადის და ჭვარტლის სწრაფად მოსაშორებლად. Grill Master-ის აქტიური ინგრედიენტები სწრაფად და მარტივად აშორებს ლაქებსა და ცხიმოვან ნადებებს დიდი ძალისხმევის გარეშე.
გამოყენების ინსტრუქცია: დაასხით პროდუქტი დაბინძურებულ ზედაპირზე და გააჩერეთ არაუმეტეს 30 წამისა. ჩამჯდარი ცხიმისა და ლაქის სიმძიმიდან გამომდინარე, ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს 2 წუთამდე.
შემადგენლობა: ≥30% წყალი, <5% არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, კომპლექსური აგენტები, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ორგანული გამხსნელი.
შენახვა: შეინახეთ +5°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურული, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობელ მოწყობილობებს, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ საკვები პროდუქტებისგან მოშორებით.